Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს,” – გამოცემა Steigan

მარშალ პრესი 19/07/2025
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმოლხიველის გერტ-ევენ უნგარის სტატიაზე საუბრობს და ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება, რომელშიც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ ცდილობს ევროკავშირი მოლდოვას უკრაინიზაციას.

„ევროკავშირი სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს, – იტყობინება პოლიტიკური მიმოლხიველი გერტ-ევენ უნგარი ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ავტორი წერს, რომ ეს არის აქტიური ჩარევა, რომელსაც ევროკავშირი ღიად ახორციელებს და ზუსტად იმას აკეთებს, რაშიც ადრე რუსეთს ადანაშაულებდა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბრიუსელი დარწმუნებულია თავის უფლებაში, არა მხოლოდ ეკონომიკურად მიაბას მოლდოვა საკუთარ თავს, არამედ ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო გამწვავების მიუხედავად.

უნგარის თქმით, ევროკავშირი საკუთარ ქმედებებში აშკარა წინააღმდეგობას ვერ ამჩნევს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ კიშინიოვის მაგალითი ნათლად აჩვენებს თავად ევროკავშირის კურსს, რომელიც სულ უფრო მეტად უშვებს ჩარევას, ასევე ზეწოლისა და რეპრესიების პოლიტიკას მის გარე კონტურზე მყოფ ქვეყნებში.

გარდა ამისა, დამკვირვებლის აზრით, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ სულ უფრო მეტად „შორდება დემოკრატიულ პრინციპებს“, რასაც ბრიუსელი არა მხოლოდ აიგნორებს, არამედ მხარს უჭერს კიდეც,” – წერს დავით ქართველიშვილი

Post navigation

Previous: უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს
Next: როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ არ უსვრია ან წიხლით არ შემდგარა. დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.