Skip to content
20/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს

მარშალ პრესი 19/07/2025
levan machavariani

ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას.

მაჭავარიანის თქმით, მას შემდეგ, მუდმივია მცდელობები, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

„თვალს ვადევნებთ იმ შანტაჟის გაგრძელებას, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იხსნება – ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს და შესაბამისად მას მერე არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ შეუსრულებს. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი ნათელია და სწორედ ამიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ მილიონ ას ოცი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას“, – აცხადებს მაჭავარიანი.

Continue Reading

Previous: უკრაინა “სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური კრიზისის” ფონზე ჩამოშლის წინაშე დგას – ლონდონური გამოცემა Spectator
Next: „ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს,” – გამოცემა Steigan

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025