Skip to content
19/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიზანი ერთია: სწავლობენ როგორ დაიჩაგროს საქართველო – გიორგი აბაშიშვილი

მარშალ პრესი 19/07/2025
abashishvili

“რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები “მოლდოვური სასწაულის” შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ:”- ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. აბაშიშვილი საერთშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სარეიტინო სააგენტოების Fitch Ratings, Moody’s და S&P შეფასებებს იშველიებს, სადაც საქართველო სხვადასხვა მონაცემებით წინ უსწრებს მოლდოვას.

მისივე თქმით, ყველა სპეკულაცია მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანი ერთია: სწავლობენ როგორ დაიჩაგროს საქართველო. “მუდმივი შანტაჟის ქვეშ მყოფი საქართველო VS “სანიმუშო” მოლდოვა რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები “მოლდოვური სასწაულის” შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ: საერთშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი შეფასებით საქართველოს 12-ჯერ (!) მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 2025 წელს ვიდრე მოლდოვას! ევროპის მთავარმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 წლის თებერვალში საპრლმენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.4 პროცენტით გააუმჯობესა, მაშინ, როდესაც მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5 პროცენტით შეამცირა.

მსგავსი ვითარებაა (მცირედი პროპორციული სხვაობებით) მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სარეიტინო სააგენტოების Fitch Ratings, Moody’s და S&P შეფასებებში. ასევე, მსოფლიო ბანკი მთავრობის ეფექტურობის ინდექსით საქართველო მოლდოვას 33 პროცენტიანი მაჩვენებლით უსწრებს, ხოლო კორუფციის კონტროლის ინდექსის მიხედვით 25 პროცენტიანი მაჩვენებლით. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 62 ადგილით უსწრებს მოლდოვას ამავე ინდექსით: საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლების კუთხით საქართველო სრულად თავისუფალ ქვეყნად ითვლება (მწვანე ზონა), ხოლო მოლდოვა “ძირითადად არათავისუფალ” ქვეყნადაა მიჩნეული LEGATUM INSTITUTE -ის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით საქართველო 17 ადგილით უსწრებს მოლდოვას, ხოლო WIPO-ს გლობალური ინოვაციების ინდექსით 11 ადგილით ეს მხოლდ ერთი მაგრამ კონკრეტული ნაწილია – სია კიდევ გრძელია …. უამრავი დეტალის ჩაშლა შეიძლება. ფაქტი ერთია: არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან! შესაბამისად, ყველა სპეკულაცია მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია – მიზანი ერთია: სწავლობენ როგორ დაიჩაგროს საქართველო!”- წერს აბაშიშვილი.

Continue Reading

Previous: თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას
Next: მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025