Skip to content
19/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას

მარშალ პრესი 19/07/2025
mamuka mdinaradze

თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

„შანტაჟის ობიექტი – ქართველი ხალხი!!! აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსებს გვემუქრებოდნენ და გვასანქცირებდნენ…

შანტაჟის ავტორი: არც მეტი, არც ნაკლები – ევროკავშირის ელჩი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, თუ ვიზის გარეშე აღარ შეგიშვებთ ევროპაში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენს ხელისუფლებას ეკისრებაო!

ჩვენ თუ დაჩაგვრა მოგინდომეთ და უსამართლოდ მოგექეცით, თქვენი ბრალი იქნებაო – ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედის “დემოკრატიული მიგნებების კულმინაცია”.

თუმცა, საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას – ეს არის ჩვენი სამშობლოს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მთავარი საიდუმლო, რომლის გააზრება ძალიან უჭირთ!..“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Continue Reading

Previous: ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025