Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციას ცესკო-ში რეგისტრაცია რომ არ გაევლო და არ აეღო საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მოუწევდათ მონაწილეობა, ეს ლოგიკური ნაბიჯია

მარშალ პრესი 18/07/2025
irakli kobakhidze

ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია რომ არ გაევლო და არ აეღო საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძემ.

მისი თქმით, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია, რადგან ცესკო-ში საარჩევნო ნომერთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა, ნომრის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

„ოპოზიციას საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით რეალურად სჭირდება რეგისტრაციის გავლა, იმის გამო, რომ ეს ნომერი შეინარჩუნონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქ სპეკულაციებში ვერ შევალ. რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და არ აეღოთ საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოუწევდათ სხვა ნომრით მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

Continue Reading

Previous: ტოლერანტობით ვამაყობთ, კანონმდებლობის დონეზე შექმნილია მყარი გარანტიები, მათ შორის უმცირესობების კუთხით, რომელთა დაკავშირებითაც ევროპული ბიუროკრატია პირობებს გვიყენებს. ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული
Next: ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025