Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტოლერანტობით ვამაყობთ, კანონმდებლობის დონეზე შექმნილია მყარი გარანტიები, მათ შორის უმცირესობების კუთხით, რომელთა დაკავშირებითაც ევროპული ბიუროკრატია პირობებს გვიყენებს. ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული

მარშალ პრესი 18/07/2025
irakli kobakhidze2

ჩვენ ტოლერანტობით ვამაყობთ, ეს არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, კანონმდებლობის დონეზეც არის შექმნილი ძალიან მყარი გარანტიები, მათ შორის იმ უმცირესობების კუთხით, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეულ პირობებს გვიყენებს ევროპული ბიუროკრატია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება არის აუცილებლად დასაცავი იმ მანკიერი პროპაგანდისგან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ფართოდ გავრცელებული.

„ჩვენ ტოლერანტობით ვამაყობთ, ეს არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კანონმდებლობის დონეზეც არის შექმნილი ძალიან მყარი გარანტიები ამ თვალსაზრისით ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ უმცირესობების კუთხით, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეულ პირობებს გვიყენებს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული. წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, უმძიმესი რეჟიმი, სწორედ მაშინ, ამ უმცირესობების უფლებები იყო განსაკუთრებულად ხელყოფილი და დარღვეული. იყო ფარული ჩანაწერები, ათასგვარი ფორმით პირადი ცხოვრების ხელყოფა, პირველ რიგში, შანტაჟის მიზნით.

ეს პრაქტიკა აღიკვეთა 2012 წლის შემდეგ საქართველოში. ყველაფერი არის მაქსიმალურად მკაცრად დაცული. ერთადერთი რასაც ვუპირისპირდებით, არის მანკიერი პროპაგანდა და ამასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები ევროპელ პარტნიორებს, თუმცა ვფიქრობთ, საზოგადოება არის დასაცავი იმ მანკიერი პროპაგანდისგან, რომელიც არის ძალიან ფართოდ გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართული საზოგადოება ამ მანკიერი პროპაგანდისგან ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია, როგორც ზანგეზურის პროექტი. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ
Next: ოპოზიციას ცესკო-ში რეგისტრაცია რომ არ გაევლო და არ აეღო საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მოუწევდათ მონაწილეობა, ეს ლოგიკური ნაბიჯია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025