Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

მარშალ პრესი 17/07/2025
12

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
უწყებრივი მედალი – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 30 წელი სამსახურისათვის“ გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებსა და სამოქალაქო პირებს გადაეცათ.
მინისტრმა მათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის წინაშე სამხედროების მრავალწლიანი ღირსეული სამსახური და დამსახურება.

ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: ევროპაში იყო პერიოდი, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ – „არა“, კოცონზე წვავდნენ. ამას მაგონებს ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი
Next: გამოდგა, რომ არავინ იზრუნებს შენს ინტერესებზე შენ გარდა. არავინ იზრუნებს შენს ხალხზე, შენ გარდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025