Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპაში იყო პერიოდი, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ – „არა“, კოცონზე წვავდნენ. ამას მაგონებს ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი

მარშალ პრესი 17/07/2025
shalva papuashvili

ევროპაში, გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, კოცონზე წვავდნენ. ზუსტად ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია. ანუ კაცი ვერ გახდება ქალი – ეს კი არ ვთქვათ, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებს.

მისი თქმით, ბრიუსელი ითხოვს ისეთი კანონების გაუქმებას, რომელიც მათი ცრუ იდეოლოგიის გავრცელებას უშლის ხელს.

„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები წამოაყენა ბრიუსელმა. ორი საკითხია: ერთი ეხება ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვების დაცვის კანონპროექტს. და რაზეა აქ საუბარი, მარტო სათაური ხომ არ არის?! მთავარი საკითხი ამ კანონში არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი. ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. აი, ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ის, რომ ეს ცრუ იდეოლოგიაა და არ უნდა ისწავლებოდეს, ამ იდეოლოგიით არ უნდა ხდებოდეთ ტვინის გამორეცხვა ბაღებში, სკოლებში და უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ. ეს იგივეა, რაც ბრიუსელს მოეთხოვა, რომ გვეღიარებინა, გვეთქვა, რომ დედამიწა არის ბრტყელი. იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგია არის იმის თქმა, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, როგორც იმის მოთხოვნა, რომ თქვა, რომ დედამიწა არის არა მრგვალი, არამედ – ბრტყელი. ევროპაში, გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ამას ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის კოცონზე წვავდნენ. ზუსტად ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია. ანუ კაცი ვერ გახდება ქალი, ეს კი არ ვთქვათ, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შევაფასოთ იმისთვის, რომ გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე.

და მეორე საკითხი მოთხოვნებიდან ეხება გამჭვირვალობას. დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა და ამხილა უცხოური დაფინანსება, ამერიკული ამ შემთხვევაში, რომ ხდებოდა ყალბი იდეოლოგიების დანერგვა, ხდებოდა დემოკრატიებისთვის ძირის გამოთხრა სხვა ქვეყნებში. ხდებოდა საზოგადოებების დაპირისპირება. ხელისუფლებების ცვლილებაში ფულის ჩადება და ე.წ. „რეჟიმ ჩეინჯების“ დაფინანსება. რა თქმა უნდა ევროპული დაფინანსების წილიც არის ამ ყველაფერში და ესეც არის ფაქტი და მხილებული. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ასე შემდეგ. ყველაფერი ვიცით დადასტურებულად. ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა და კვლავ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში და ვიცით იმიტომ, რომ შემთხვევით ვარკვევდით რაღაცებს, როდესაც ვიღაცა ხან პოსტით გაშიფრავდა თავის დაფინანსებას, როგორც „დროამ“ გაშიფრა და გავიგეთ თურმე პარტიას აფინანსებდა ევროკავშირის ფულით, რაც არის საერთოდ დარღვევა. შემთხვევით ვიგებდით ამ ყველაფერს და ამ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, ამ ყველაფერს მოქალაქეები გაიგებენ. ზუსტად ეს არ უნდა, როგორც ჩანს ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ სად მიდის მათი ფული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

Continue Reading

Previous: ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია
Next: თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025