Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

მარშალ პრესი 17/07/2025
irakli kobakhidze

ლევან ხაბეიშვილი სახელფასო უწყისში მითითებული იყო როგორც ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ყოველთვიურ დაფინანსებას იღებდა ნოდარ მელაძეც.

„ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო როგორც ანიტა – ლევან ხაბეიშვილი, ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი. არავის სახელსა და გვარს არ ვამბობ, ერთადერთი ვის სახელსა და გვარსაც ვამბობ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. სახელფასო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში, მელაძეზე ვიცი, უწყისი არ ამიღია, მაგრამ ვიცი, რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არც თუ არასანდო ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Continue Reading

Previous: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025