Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

მარშალ პრესი 17/07/2025
irakli kobakhidze

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა. გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან. მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსული კანონის ტერმინი ცრუპენტელობა იყო. ეს არის კანონი, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში და ეს კანონი იცავს ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციისგან. მათ შორის იმისგან, რომ იგივე ევროკავშირის ფონდებიდან, NED-იდან, USAID-იდან – ეს ყოფილი ამერიკული ფონდებია, რომელიც გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციამ, და ასეთი ფონდებიდან არ უნდა ხდებოდეს საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს
Next: ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025