Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 16/07/2025
shemosavlebis samsaxuri

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახულია გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები, არ ასახავს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას.

„შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედიასაშუალებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სომხური ტვირთების, მათ შორის გაზპროდუქტების თითქოს „ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.

აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში სატვირთო ავტომობილების მიმართ არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი.

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა, ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, ისტორია და წინაპრები დაივიწყეთ – LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო
Next: საქართველომ უარი თქვა, რომ გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფო სატელიტ ქვეყნად „პროქსი ომში“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025