Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო

მარშალ პრესი 16/07/2025
518107906_1123264543189463_1861683384906478898_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

სოფელ კაპრეშუმში საცალფეხო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ხოლო ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანია.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერეს, საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მინდია დიასამიძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

მუნიციპალიტეტი მომავალშიც განაგრძობს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს.

Continue Reading

Previous: შსს-ს ცნობით, სოფელ ხელთუბანში, მოქალაქეები პოლიციელებს დაესხნენ თავს
Next: ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025