Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

შსს-ს ცნობით, სოფელ ხელთუბანში, მოქალაქეები პოლიციელებს დაესხნენ თავს

მარშალ პრესი 16/07/2025
shss

შსს-ს ცნობით, სოფელ ხელთუბანში მოქალაქეები პოლიციელებს დაესხნენ თავს იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს
მიყენებული. ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც
შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი – 2009 წელს დაბადებული პირი მართავდა და მან  სამართალდამცველებს წინააღმდეგობა
გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც  სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.

პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა.

Continue Reading

Previous: იტალია უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ინიციატივას არ შეუერთდება. მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ასევე, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025