Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

მარშალ პრესი 16/07/2025
luka paatashvili

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო – რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან.

ლუკა პაატაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულები და მათი ქვეყანაში შემოშვება დიდ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის დარიალის წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინის ამ მოქალაქეებს არ აქვთ არც შესაბამისი დოკუმენტები.

„ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის მოქალაქეების საზღვრის კვეთის მცდელობა საქართველოს საზღვარზე, თუმცა ზემოაღნიშნული უკრაინის მოქალაქეები არ არიან ტურისტულად მომავალი პირები. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია“, – აღნიშნა ლუკა პაატაშვილმა.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გაავრცელა ცნობა, რომ მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების გატარებაზე.

Continue Reading

Previous: რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე
Next: ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა საქართველოს მიმართ, ამ ეტაპზე, სტრატეგიული მარცხია “ოპოზიციისთვის”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025