Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

მარშალ პრესი 14/07/2025
irakli kobakhidze

ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ამას წინასწარმეტყველებდა სავალუტო ფონდი.

„სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით, ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა
Next: სადგურის მოედანზე მომხდარი ნგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.