Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

მარშალ პრესი 14/07/2025
1331

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა.

კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საუბარი შეეხო მულტიფუნქციური ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და   განსახორციელებელ პროექტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები აღნიშნულ სივრცეს საკუთარი ნიჭის განსავითარებლად კარგად გამოიყენებენ.

„ჩემი ინფორმაციით შენობა  საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცემა. ჩვენს ახალგაზრდებს  საშუალება  და სივრცე ეძლევათ იმისათვის, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ. დარწმუნებული ვარ,  ეს ცენტრი დატვირთული იქნება და  ახალგაზრდებს შეეძლებათ  თავიანთი ნიჭის რეალიზება სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისათვის.

ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.

Continue Reading

Previous: რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული და ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან დიდი მარცხისთვის
Next: ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025