
რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩა და იძულებულია, სარდაფში იცხოვროს ქუჩაში გასვლის უფლების გარეშე, რადგან მათ მოლდოვის გავლით გზის გაგრძელების საშუალება არ აქვთ, – ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინული ციხეებიდან რუსეთის კოლონიებში გაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებნი.
მედიის ცნობით, რუსეთში დაბრუნება მათ აკრძალული აქვთ, მაგრამ ისინი გზას ვეღარ აგრძელებენ. როგორც BBC წერს, ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში დაბრუნებაა საქართველოსა და მოლდოვის გავლით. მაგრამ ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც ჩაკეტილი აღმოჩნდა, როგორც ამას უფლებადამცველები ამბობენ.