Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეათე კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს

მარშალ პრესი 05/07/2025
515055107_1161457569357034_6949660392941373282_n

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეათე კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ეწყობა წყალარინებისა და წყლის სისტემა. მიწისქვეშა კომუნიკაციების დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაციაც განახორციელა, რომლის გაუმართაობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.
სამუშაოების განხორციელებისთვის, ჯამში, 60 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო

Post navigation

Previous: საბა ბუაძე ლელოში თანამდებობას ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე
Next: იუსტიციის სამინისტროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.