Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 05/07/2025
Capture

იუსტიციის სამინისტროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

კომისიის სხდომაზე ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლისა და მასთან დაკავშირებული სანქციების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს უწყებათა წარმომადგენლებმა.

კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები და წარმოდგენილი ახალი ინიციატივები სრულ შესაბამისობაში ევროპულ და საერთაშორისო დონეზე დადგენილ ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან და მიზნად ისახავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის საკითხებზე (MONEYVAL) მომუშავე ევროპის საბჭოს თემატურ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების ეფექტიან შესრულებას.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი.

კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,  გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“, სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“, სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა“ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.

Continue Reading

Previous: საბა ბუაძე ლელოში თანამდებობას ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე
Next: “ლელო”-მ გვიღალატა – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025