Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 10/07/2025
irakli kobakhidze

წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა არჩევნებზე მის მოწვევასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციისა და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა
Next: „ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025