
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების დასახვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური საჭიროებებისა და ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
მერმა მოისმინა მოქალაქეების საჭიროებები და მოგვარების გზები განიხილა. მოქალაქეთა მიღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მ/შ ნონა ქოქოლაძე ესწრებოდნენ.