Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფელ მირვეთის კეთილმოწყობის და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მარშალ პრესი 10/07/2025
516614259_1118741966975054_5537343624251444185_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთსა და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის ინფრასტრუქტურის განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად განახლდა შიდა გზების ინფრასტრუქტურა მოეწყო ახალი ღობეები, გზები მოპირკეთდა ფილითა და ბეტონის საფარით, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებისა და უსაფრთხოების პირობებს სოფელში.

მირვეთი ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ტურისტულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე. კერძოდ, მოეწყო ბილიკები და მოსასვენებელი ზონები ულამაზეს ჩანჩქერთან მისასვლელად, რაც ზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს და ქმნის ვიზიტორებისთვის კომფორტულ გარემოს.

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები აათვალიერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

Continue Reading

Previous: ზურაბიშვილის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ
Next: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025