Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ

მარშალ პრესი 10/07/2025
guram macharashvili

„ზურაბიშვილის არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში,” – ასე აფასებს ექს-პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმას, რაზეც ზურაბიშვილი საუბრობს, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

„ზურაბიშვილს რაც შეეხება, ძალიან რთულია სერიოზული განცხადებების გაკეთება. ამ ქალის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, ლოგიკას ვერ ჩასწვდები და ქართულს ვერ მიხვდები. რაზეც ის საუბრობს, იმას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

მე როგორ შევძლო ზურაბიშვილის განცხადების განმარტება, როცა თავად ნაცმოძრაობასა და მის ფილიალებში ვერ იგებენ მის ნათქვამს. ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი გამოდის და მოსწონს, მეორეს – არა, მესამე ნეიტრალურ პოზიციაზეა და ა.შ .

თავად ზურაბიშვილის ეს არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში. მდგომარეობა კი, ძალიან რთულია, იმიტომ, რომ რესურსი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ათასობით მხარდამჭერი და ასი ათასობით ამომრჩეველი ჰყავთ, რაც 2024 წლის აღჩევნებმაც დაადასტურა, რევოლუციის რესურსი არ აქვთ – არეულობას მხარს არავინ უჭერს. მათივე ამომრჩევლის მინიმუმ 90 % ამ რევოლუციურ პროცესს ემიჯნება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში ოპოზიციას არც მონაწილეობა აწყობს და არც ბოიკოტი. ორივე შემთხვევაში მხოლოდ ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი იხარჯება, რაც სინამდვილეში პროტესტს უნდა მოხმარდეს.

Post navigation

Previous: რასა იუკნევიჩიენეს სამშობლოში ციხეებში დაფიქსირებულია სისტემური ძალადობა – მისი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამება განპირობებულია სწორედ საკუთარი ქვეყნის პენიტენციური ჯოჯოხეთის ზედმიწევნით ცოდნით
Next: სოფელ მირვეთის კეთილმოწყობის და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.