Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების გაპრავება რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში

მარშალ პრესი 08/07/2025
giorgi gvimradze

პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, – ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.

გვიმრაძის თქმით, ევროპარლამენტმა მიკიბ-მოკიბვას თავი უნდა დაანებოს და ღიად დაასახელოს მისთვის სასურველი ძალა, ხოლო, მავნებლების “გაპრავება” რომ არ გაუჭირდებათ, სირიის მაგალითზეც ნახა საზოგადოებამ.

“პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი. ეს ტექსტი არ წამიკითხავს, და თუ რატომ არ წამიკითხავს, მართლა ძალიან კარგად იციან ამ ტექსტის ავტორებმა და არც მომავალში წავიკითხავ მათ რეზოლუციებს, სანამ გახსნილი ტექსტით არ იტყვიან კონკრეტულად ვისი ხილვა სურთ ხელისუფლებაში. არა განა არ ამბობენ, ოღონდ მიკიბ-მოკიბვას დაანებონ თავი. მავნებლების გაპრავება რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში. ხო მართლა, თუ უსაქმურად ხართ, მაინც ნუ წაიკითხავთ ამ ტექსტს, სათაურიც საკმარისია, იწვალა უკვე იმან ვინც სათაური დაწერა ამის კითხვით და საკმარისია, უკეთესი ტექსტებია წასაკითხი ბუნებაში” – წერს გვიმრაძე სოციალურ ქსელში.

 

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტის თანახმად, დაგმობილია “შესაბამისი საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე” ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო აქტებიც.

Continue Reading

Previous: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა
Next: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025