Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა

მარშალ პრესი 08/07/2025
011

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით,  საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც  ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება.

„მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც  მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. მზად ვართ გავაღრმაოთ ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ჩვენი ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უზბეკეთს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, შესაბამისად, ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით.

 პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე , უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ხოლო საქართველოს მხრიდან,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next: პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების გაპრავება რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025