Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 08/07/2025
05

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ვიზიტების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა გასულ წელს, უზბეკეთში განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი და გამოხატა უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორი პალატის თავმჯდომარეების საპასუხო ვიზიტით საქართველოში მასპინძლობის მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს და, აგრეთვე, გაცვლებს მეგობრობის ჯგუფებს, კომიტეტებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის მიმართულებით, რათა შუა დერეფნის პოტენციალი უკეთ იყოს ათვისებული და გაუმჯობესდეს დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, აქტიური კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლების გზით.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.

Continue Reading

Previous: დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე მანქანით გადაიყვანა
Next: გიორგი ვოლსკი “ტვ პირველზე”: ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე – ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო – ისე წარმოაჩინონ თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ – აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე ამ სისხლმოწყურებულთა ინტერპრეტაციებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025