Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე მანქანით გადაიყვანა

მარშალ პრესი 08/07/2025
lali aptsiauri

დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე მანქანით გადაიყვანა. წამები წყვეტდა ამ სიტუაციას და ამიტომ არ დაიბნა და დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე, – განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა.

მისი თქმით, ალექსი ახვლედიანს, რომლის იარაღიდანაც მიიყენა თორნიკე რიჟვაძემ თვითდაზიანება, ბრალს დღეს წარუდგენენ.

„რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში. ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ“, – აღნიშა ლალი აფციაურმა.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Continue Reading

Previous: იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით „ლელოს“
Next: შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025