Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში ხანძრებზე – გულწრფელად გითხრათ, არაპროფესიონალურია საუბარი, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს

მარშალ პრესი 02/04/2022
ვოლოდიმირ  ზელენსკი

დღეს განცხადებების მოსმენა, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს – გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი არაპროფესიონალურია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობბაზასა და იარაღის საცავში გაჩენილი ხანძრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნულ მოვლენებში უკრაინა თანამონაწილე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის, როგორც მთავარსარდალი გაცემულ ბრძანებებზე ხმამაღლა არ საუბრობს და გარკვეულ საკითხებს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან განიხილავს.

„მაპატიეთ, მე არ ვაპირებ არც ერთი ჩემი ბრძანების განხილვას. არის რაღაცები, რასაც მე ვუზიარებ მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის საომარ მდგომარეობაში. ჩვენ თავს დაგვესხნენ. აი, რა არის მნიშვნელოვანი. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა და დღეს განცხადებების მოსმენა, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს – გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი არაპროფესიონალურია. რუსებმა მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება, ისინი დაგვესხნენ თავს. ეს ომი უკვე 8 წელია გრძელდება, ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ვითარებაში, ჩემთვის კომენტარის გაკეთება რთულია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძე – რაც უფრო ახლოვდება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები აღკვეთილი იქნას
Next: ცესკო – მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.