დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ელექტრონულ სისტემაში ტექნიკური შეფერხება აცრის დაჯავშნის მსურველთა მაღალი აქტიურობის შედეგად შეიქმნა და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება

273
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება შეიქმნა.

ცენტრის განცხადების თანახმად, შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება