Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს მუხლი ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს, ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში

მარშალ პრესი 20/06/2022
მამუკა მდინარაძე

,,ჩვენი ყველას სურვილი იყო, ობიექტურად ვინც ამ ქვეყანაზე ვფიქრობდით და ვინც ობიექტურად ვართ დაინტერესებული იმით, რომ ამ ქვეყანამ ევროპული გზა რომ აირჩია საბოლოოდ ამ ყველაფერს პოზიტიური შედეგი ქონდეს და ჩვენ დაუბრუნდეთ ევროპას და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ,,ქართული ოცნების’’ მიერ, მოხდა კონსტიტუციაში ევროპული არჩევანის ჩაწერა.

,,სხვა შორის ახლა რომ კონსტიტუციის მუხლს მოიშველიებენ, ისე გამოდის თითქოს მათ ჩაეწეროთ და შემდეგ ვიღაც ამის არ შესრულებით იყოს დაინტერესებული. ეს მუხლი ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს, ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში. არის პირდაპირი დავალება, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მმართველობაში, რომ მათ უნდა აირჩიონ ევროპული გზა და უნდა იზრუნონ და ყველაფერი გააკეთონ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. როდესაც, ადამიანები ვინც ამას ხმა არ მისცა, ნაცმოძრაობაზე მაქვს საუბარი მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო პარლამენტში, ახლა ამ კონსტიტუციის მუხლს აქეთ გვახსენებენ, სპეკულაციის და პოპულიზმის ხარისხს გავუსვამ, მხოლოდ ხაზს. ‘’ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ელისო კილაძე და მისი მედიასაშუალება კვლავ დაბლოკეს და არ მიიწვიეს
Next: უნდა დაისვარო ხელები! სუფთად არ ხდება – არასრულწლოვნის ძალადობრივი სიტყვა ტვ პირველის ეთერში (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.