Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ელისო კილაძე და მისი მედიასაშუალება კვლავ დაბლოკეს და არ მიიწვიეს

მარშალ პრესი 20/06/2022
ელისო კილაძე

20 ივნისის აქციის წინ 7 მედიასაშუალების წარმომადგენლებმა პირდაპირი ეთერი გამართეს, სადაც მაყურებელს კიდევ ერთხელ მოუწოდეს/აუხსნეს,  თუ რატომ უნდა მივიდნენ დაგეგმილ აქციაზე, რომლის მთავარი სლოგანია “შინ ევროპაში”.

მედიაეთერში არ მიიწვიეს ჟურნალისტი ელისო კილაძე და არც მისი მედიასაშუალების რომელიმე წარმომადგენელი, რასაც ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“შეკითხვა მაქვს დღევანდელი მედიაეთერის ორგანიზატორებთან-მედიაჰოლდინგი ქრონიკა და CNews Exclusive • სინიუს ექსკლუზიური რატომ არ მიიწვიეთ?
კეზერაშვილის კაპრიზია?!

დამოუკიდებლები არ ვართ,კრიტიკულები თუ რომელიმეზე ნაკლები ომი გამოვიარეთ ქოცებთან?! ასე კუტოკებად აპირებთ ოლიგარქიის დამარცხებას?”- დაწერა ელისო კილაძემ და შემდეგ უკვე კომენტარებში განავრცო:

“უთავმოყვარო ვერ ვიქნები და არც ვაპირებ,თუ ვინმე იბრძოდა ეს ცხრა წელი ჩვენ ვიყავით,მისხალი არ დაგვითმია ქოცებისთვის და არც ტრ@@@ ის თამაში დაგვიწყია სხვებისგან განსხვავებით.  იგნორის პატიებას არ ვაპირებ, დამოუკიდებლად ვიბრძოდი და ასე გაგრძელდება,კეზერაშვილზე კი აქციის მერე მოვყვები”- წერს კილაძე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეა, რაც ელისო კილაძე “ფორმულასა” და “მთავარი არხი”-ს ეთერში დაბლოკილია, რასაც ის უკავშირებს ე.წ ქოლ-ცენტრების სკანდალს და დავით კეზერაშვილის მხილებას მისი მხრიდან.

Continue Reading

Previous: ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინაში ომია
Next: ეს მუხლი ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს, ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025