Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელმწიფო ინსტიტუტები და მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიცაა ცესკო, წინასაარჩევნო პერიოდში ამოღებულია მიზანში

მარშალ პრესი 07/07/2025
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალების მხრიდან ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას მედიასთან ეხმიანება.

„პირდაპირ ეთერში თქვა ლომჯარიამ – ჩვენ არაფრის გამკეთებელი არ ვართ, თუ უცხოეთი არ დაგვეხმარება ხალხის გამოყვანაში, თუ ფულს არ ჩაგვირიცხავენ, ან თუ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებენო“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა უცხოური ძალების დაკვეთით ხდება და ამას არც რადიკალები მალავენ.

„სახელმწიფო ინსტიტუტები და მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიცაა ცესკო, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ამოღებულია მიზანში. ეს ხდება უცხოური ძალების მხრიდან, თორემ მათი აქაური აგენტურა არაფრის გამკეთებელი რომ არაა, ამას თავადვე აღიარებენ. პირდაპირ ეთერში თქვა ლომჯარიამ – რომ ჩვენ არაფრის გამკეთებელი არ ვართ, თუ უცხოეთი არ დაგვეხმარება ხალხის გამოყვანაში, თუ ფულს არ ჩაგვირიცხავენ, ან თუ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებენო.

ამასთან, იმასაც ვხედავთ, თუ როგორ ასწრებენ ერთმანეთს თვითმფრინავში ასვლას, წინასაარჩევნოდ უცხოეთში გამგზავრებას და ა.შ.

ეს განცხადებაც ზუსტად იმას ემსახურება, რომ საზოგადოებამ მორიგ ჯერზე ნახოს, თუ როგორ ხდება ამ შემთხვევაში ცესკოს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს
Next: თორნიკე რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025