Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს

მარშალ პრესი 07/07/2025
shalva papuashvili

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია თავდასხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვხედავთ, რომ არის მათი ჩაშლის მცდელობა, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს საკუთარ მიზნად აქვს გამოცხადებული, ევროკავშირი აფინანსებს.

„რაც შეეხება არჩევნებს, ვხედავთ, მათი ჩაშლის მცდელობებს. ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან იყო მცდელობა, დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ ჩაეშალათ არჩევნები. ასევე, არის ორგანიზაციები, რომელთა განცხადებებს ვხედავდით საბოტაჟთან დაკავშირებით. ვგულისხმობ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ნინო ლომჯარის „ენჯეოს“, „საფარს“, ბაია პატარაიას „ენჯეოს“. ისინი პირდაპირ, საჯაროდ აცხადებენ, რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს არჩევნების. შეგახსენებთ, ეს ორგანიზაციები ევროკავშირის საელჩოსგან ფინანსდებიან. ასე რომ, ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
Next: სახელმწიფო ინსტიტუტები და მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიცაა ცესკო, წინასაარჩევნო პერიოდში ამოღებულია მიზანში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025