Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალებში რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა

მარშალ პრესი 06/07/2025
e96cdf4d-8ebe-42f9-a806-9998dec9cadd

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბანში დაიწყო და დაბა ნორიოს გავლით მამკოდას ტყე-პარკში დასრულდა. 30 კილომეტრიანი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის რელიეფისა და ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვას მოიცავდა.

ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. შეჯიბრების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილისა და თასის მფლობელი, მესამე ქვეითი ბრიგადა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, მესამე ქვეითი ბრიგადისა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.

ღონისძიება, სამხედროების ფიზიკური მზადყოფნის გაძლიერებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

Post navigation

Previous: ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არსებულ გაუგებრობებს კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა – ნანა კაკაბაძე
Next: ბათუმში პოლიციამ 3 კგ კოკაინი და 13 ათასამდე ექსტაზის აბი ამოიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.