
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და აცხადებს, რომ ზელენსკიმ მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა.
ის უკრაინის პრეზიდენტს ჰპირდება, რომ იარაღის დასაფინანსებელ თანხას აშშ-სგან ვეღარ მიიღებს და აღნიშნავს, რომ ამერიკა უკრაინის ყულაბა არ არის.
„ზელენსკიმ მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა.
ზელენსკი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ იარაღისთვის დაფინანსება არ გექნებათ.
მოილაპარაკეთ მშვიდობისთვის.
ჩვენ თქვენი ყულაბა არ ვართ.“ – წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელ X-ზე.
მოგვიანებით, ამავე პოსტის კომენტარში ის გამოეხმაურა “უკრაინელი ბოტების” რეაქციასაც და დაწერა: “უკრაინელი ბოტები ამაზე ძალიან გაგიჟდნენ – „არაუშავს, რადგან ისინი რუსი მართლმადიდებლები იყვნენ“. უეცრად, ეს ომის მომხრე ნაძირლები რელიგიის ექსპერტები და ტელეპათებიც გახდნენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არც ერთი ქრისტიანი არ დადიოდა ამ ეკლესიებში ღმერთის თაყვანისცემისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენც იგივე გავაკეთოთ შტატებში. თვალთმაქცებო.” – წერს ანა პაულინა ლუნა.