Skip to content
05/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალებში დაჭრილ-დაშავებულთა კვირეული მიმდინარეობს

მარშალ პრესი 04/07/2025
01

დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული აქტიურად მიმდინარეობს. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, კვირეულის ფარგლებში პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში – მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში – ცურვასა და შაშხანით სროლაში. 

მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში პარაკალათბურთის შეჯიბრი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი უჯმაჯურიძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი – გიორგი გოგოჭური და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. 

გამარჯვებული გუნდების წევრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს. უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ მინაგორაშვილი. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს – 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეული, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის სამუშაოები
Next: ზელენსკი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ იარაღისთვის დაფინანსება არ გექნებათ – კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025