Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი საკომიტეტო სხდომა გამართა

მარშალ პრესი 20/06/2022
288466943_318167020530009_2501123730375870234_n

დღეს, გურიაში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოისმინეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია გურიაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. დეტალურად განიხილეს რეგიონში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა, მოისმინეს სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის და სამივე მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში.

,,მადლობას ვუხდი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობისთვის და გურიის რეგიონის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის. გურიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, ვითარდება მუნიციპალური, საგანმანათლებლო, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან“,– აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

Post navigation

Previous: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
Next: 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.