Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

მარშალ პრესი 20/06/2022
125

სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურიის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

კომიტეტის და მთავრობის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოინახულეს დაბა ურეკის ახალი ბულვარი და 450 მოსწავლეზე გათვლილი მშენებარე საჯარო სკოლა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაეცნენ, სოფელ სუფსაში საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს.

ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის და დოლიძის ქუჩების, ხოლო დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტის მოწყობისა და რეკრეაციული ზონის შექმნის სამუშაოები დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: ლევან ჭოტორლიშვილი: არ შეიძლება კრიმინალთან შერიგება, სახელმწიფოს სუვერენიტეტზე უარის თქმა “პოლარიზაციის” დასრულების საბაბით
Next: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი საკომიტეტო სხდომა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.