Skip to content
04/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განზრახული და “კარგად” ორგანიზებული მცდელობა – ოთარ გრიგოლია

მარშალ პრესი 03/07/2025
otar grigolia

პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს, აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის. სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ არჩევნების გაყალბების არცერთი საბუთი და გამართული არგუმენტი,- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯმდომარე ოთარ გრიგოლია, ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებას, ქართული ოპოზიციის მიერ მოსახლეობისადმი უსამართლო მოპყრობაზე.

მისივე თქმით, ეს იყო საქართველოს არევის წინასწარ განზრახული და „კარგად“ ორგანიზებული მცდელობა.

„ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ასახავს მოსახლეობის ნებას და ოპოზიცია, რომელიც არ შევიდა პარლამენტში პატივს არ სცემს თავისივე ამომრჩეველს, რას ნიშნავს?
პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს, აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის. სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ არჩევნების გაყალბების არცერთი საბუთი და გამართული არგუმენტი.
ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განძრახული და “კარგად” ორგანიზებული მცდელობა“,- წერს ოთარ გრიგოლია.

ცნობისთვის, ეუთოს გენერალურმა მდივანმა, გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ : „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს“.

Continue Reading

Previous: თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
Next: მოსახლეობას კარგად ახსოვს ის 9 წელი, ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და წამება. ამ ფონზე, როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025