Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 03/07/2025
13

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩს, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობის დადებითი დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციასა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობაზე.

ანა მარია შიკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში უნგრეთის მომავალი ელჩი, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.

Post navigation

Previous: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება – ირაკლი კობახიძე
Next: ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განზრახული და “კარგად” ორგანიზებული მცდელობა – ოთარ გრიგოლია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.