Skip to content
03/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი გახარიას – შს მინისტრი, რომელსაც ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი, რატომ არ გააგრძელეთ, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო, საგუშაგოების ჩადგმა?

მარშალ პრესი 02/07/2025
tea

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი იმჟამინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კითხვით მიმართა, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი და ყველაფერზე პასუხიმგებელი პირი, თუ ასეთი კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა რატომ არ გააგრძელა აღნიშნული პროცესი.

„სასაცილო ამბავს ვისმენ, ესე იგი თურმე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც აგვისტოს ბოლოს, ისე რომ ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას და ამ დროს გადაინაცვლა პრემიერ-მინისტრის სკამზე და მან ვინც გახდა ყველაფერის ხელმძღვანელი აქვს პრეტენზია ვინმე სხვასთან, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი რატომ არ გააგრძელეთ თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა?“,-მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ გააგრძელებდა უბრალოდ დროის საკითხი იყო ეს ყოველივე. „რა თქმა უნდა გავაგრძელებდი დროის საკითხი იყო“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

Continue Reading

Previous: გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?
Next: გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025