Skip to content
03/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

მარშალ პრესი 02/07/2025
sozar subari

2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხის განხილვაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებებს უსმენენ, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება. საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარია აქამდე ამტკიცებდა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არც ერთი კვადრატული მეტრი არ დაკარგულა და პირიქით, ტერიტორიების დაკარგვა აღიკვეთა, თუმცა, ახლა ამისგან სრულიად საპირისპირო თქვა და მართალია სხვებს გადააბრალა, თუმცა აღნიშნა, რომ ტერიტორიები დაიკარგა.

„გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ  არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, პირიქით, აღვკვეთეთ ტერიტორიების დაკარგვაო. ახლა, მართალია სხვებს გადააბრალა, მაგრამ თქვა, რომ ტერიტორია დაიკარგა –  იმის სრულიად საპირისპირო, რასაც აქამდე ამბობდა. ანუ, რაც მონიშნეთ, რომ აქ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს  საგუშაგეობიო და რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა? განმარტეთ, როგორ არის, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა ჩაგედგათ საგუშაგო იქ თქვენ ჩადგით საგუშაგო თუ რუსებმა და თუ რუსებმა ჩადგეს, მაშინ რას ნიშნავს, არ დაიკარგა.“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა. ამ კითხვას გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „არ ჰქვია, არა. შეიძლება თქვენი აზროვნებისთვის ჰქვია [ტერიტორიების დაკარგვა], მაგრამ, სინამდვილეში არ ჰქვია.“

Continue Reading

Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
Next: თეა წულუკიანი გახარიას – შს მინისტრი, რომელსაც ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი, რატომ არ გააგრძელეთ, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო, საგუშაგოების ჩადგმა?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025