Skip to content
03/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

მარშალ პრესი 02/07/2025
giorgi gaxaria

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

კერძოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. როგორც პარლამენტის სხდომაზე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში პარტიას ექვსი თვით შეუჩერდებოდა პარტიული დაფინანსება.

„განსახილველ საკითხად გვაქვს პარტიიდან „საქართველოსთვის“ პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავიანთ თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. ასევე, შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

Continue Reading

Previous: ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
Next: დღემდე თვლით, რომ სწორია, როგორც ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025