Skip to content
29/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თომას მელია: საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ მზადყოფნის გამო, რაც დასავლეთთან პარტნიორობას უკავშირდებოდა, მაგალითად, ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილით

მარშალ პრესი 28/06/2025
tomas melia

„საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ მზადყოფნის გამო, რაც დასავლეთთან პარტნიორობას უკავშირდებოდა, მაგალითად, ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილი,“- ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, თომას მელიამ თბილისში, 2025 წლის “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე” გამოსვლის შემდეგ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა საფრთხეს მოიცავს კონფერენციაზე მის მიერ ხსენებული „სტრატეგიული უმნიშვნელობა“ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მელია აცხადებს, რომ თუკი საქართველო ამ პარტნიორობას ზურგს აქცევს, არსებობს რისკი, რომ მას უბრალოდ დაივიწყებენ. „საქართველო პატარა ქვეყანაა. მას არ გააჩნია არც დიდი ეკონომიკური წონა და არც სამხედრო ძალა. არც ნავთობი აქვს, არც გაზი. მაგრამ მას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა – იმ მზადყოფნის გამო, რაც დასავლეთთან პარტნიორობას უკავშირდებოდა. ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილი, მაგალითად, ვაშინგტონში დიდ პატივისცემას იწვევდა. მაგრამ თუკი საქართველო ამ პარტნიორობას ზურგს აქცევს, არსებობს რისკი, რომ მას უბრალოდ დაივიწყებენ. სტრატეგიული უმნიშვნელობა ნიშნავს მარტო დარჩენას, და იმ შესაძლებლობებზე წვდომის დაკარგვას, რაც მის განვითარებას შეუწყობდა ხელს“, -განაცხადა თომას მელიამ.

Continue Reading

Previous: დღე არ გადის, ეს სიმყრალე არ მოგვადგეს კარს – დავით ქართველიშვილი
Next: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025