Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რეგიონული განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ამ მიმართულებით, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში, რისთვისაც უკვე დაწყებულია მუშაობა, შეიქმნა ახალი სამინისტრო

მარშალ პრესი 27/06/2025
irakli kobakhidze

რეგიონული განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი – რეგიონული განვითარების სამინისტრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მეტი სისტემურობა მუნიციპალურ განვითარებაში.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დავხვეწოთ მუნიციპალური განვითარების დაგეგმვის და შესაბამისი გეგმების განხორციელების პროცესი, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომზადდება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სისტემურად უნდა განვითარდეს თითოეული მუნიციპალიტეტი და თითოეული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. რეგიონული განვითარების მიმართულებით პროგრამები ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდებოდა, ესენია – რეგიონების განვითარების ფონდით გათვალისწინებული პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მთის ფონდი, სპეციალური პროგრამა გვაქვს, ასევე, გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა და ა.შ.

ძალიან დიდი ინვესტიციები იდება რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე, ჩვენ გავზარდეთ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მათ შორის, სტანდარტული ზრდის მიღმა გაიზარდა ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის ბიუჯეტები, სამი ქალაქის ბიუჯეტი. ქუთაისსა და რუსთავს, სტანდარტული ზრდის მიღმა დაემატა თითოეულს 40 მლნ ლარი, ფოთს დაემატა 20 მლნ ლარი, ჩვენ გვჭირდება ამ ქალაქების მაქსიმალურად ინტენსიურად განვითარება და ეს დამატებული ბიუჯეტები მერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უზრუნველყონ ქალაქების ურბანული განვითარება, პროექტების განხორციელება. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის კუთხით განახორციელა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა, 2012 წელს კი, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 553 ათასი დარეგისტრირდა
Next: ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას, 2031 წელს შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025