Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა, 2012 წელს კი, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 553 ათასი დარეგისტრირდა

მარშალ პრესი 27/06/2025
irakli kobakhidze

იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა, 2012 წელს კი, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი.

„იუსტიციის სახლების რაოდენობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით, 125. აქაც მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით 500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, აქედან დარეგისტრირდა 553 ათასი მიწის ნაკვეთი.

Continue Reading

Previous: გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები, გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით
Next: რეგიონული განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ამ მიმართულებით, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში, რისთვისაც უკვე დაწყებულია მუშაობა, შეიქმნა ახალი სამინისტრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025