Skip to content
03/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს რეკორდულად მაღალი – 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს

მარშალ პრესი 27/06/2025
irakli kobakhidze

მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით – 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ საანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით.

„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 2 მლრდ ლარია.

აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი – 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი და შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი
Next: 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%, პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025