Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

მარშალ პრესი 24/06/2025
1665

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის რანგში მომავალშიც თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა მარიამ ქვრივიშვილს და განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებას მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„მარიამ ქვრივიშვილი ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ტურიზმის განვითარება, ავიაციის სფეროში ქვეყნისთვის წარმატებების მოტანა და ახლა ფართოვდება მისი საქმიანობის სივრცე. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ზუსტად ისეთივე წარმატებული ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე, როგორიც იყო ტურიზმისა და ავიაციის სფეროში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა გუნდის თითოეული წევრის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაში.

ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილმა.

„იმ გამოცდილებას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დამიგროვდა საჯარო სექტორში, სიამოვნებით გავუზიარებ ეკონომიკურ გუნდს. ვფიქრობ, ეს არის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი ამ სამინისტროსთვის. განახლებას მოაქვს ახალი ინიციატივები, რაც ძალიან საჭიროა ეკონომიკისა და მთლიანად ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო პროექტები და რეფორმები გვაქვს დაწყებული. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უზრუნველვყოფთ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, ასევე – ახალი პროექტებისა და გეგმების დაწყებას, რაც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო პოლიტიკასა და პრემიერ-მინისტრის ხედვებთან. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, გუნდურობით კიდევ ბევრ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Post navigation

Previous: თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება
Next: შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს. თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.