Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება

მარშალ პრესი 24/06/2025
0110

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია – ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება.

 

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა.

 

ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება.

 

ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.

Post navigation

Previous: საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ
Next: პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.