Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე – გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო

მარშალ პრესი 18/06/2022
დავით მათიკაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ამ ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით, როდესაც ევროკომისია იმუშავებს, მოლოდინი გვქონდა გადაწყვეტილება იქნებოდა სამართლიანი. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. გადაწყვეტილების მიმღები პირები თუ გაითვალისწინებდნენ სწორედ იმ გზას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გაიარა, თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვის 30 საუკუნეა იბრძვიან ქართველები, ევროპის ნაწილები რომ უნდა გავხდეთ ქართველები, შინაგანად ეს ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, ევროპის მხრიდან ახლა მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, რადგან ამას ქვეყანა აბსოლუტურად იმსახურებდა.

„თუ ტექნიკურ ადგილს დავუბრუნდებით საქართველო ტრიოსთან მიმართებით პირველ ადგილზე იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

Post navigation

Previous: საუკუნის წინანდელი უარი ერთა ლიგისგან და ახლანდელი ევროსაბჭოს სტატუსი – პარალელები ასი წლის ინტერვალით
Next: თამთა მეგრელიშვილი ზურაბიშვილზე: დაავალეს, რომ საქართველოსთვის გამოგონილი კანდიდატობის საკითხი მისი ლიდერობით დაძრულიყო და ევროკავშირში განაცხადის შეტანის მედროშე გამხდარიყო ეს ერთგვარად მას პოლიტიკურ ქულებსაც მოუტანდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.